გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი ნატო კუხიანიძე
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურის’’ ძირითადი პრობლემატიკა-თემისა და პიროვნების ურთიერთობა
|
სწავლების საფეხური
|
Xl კლასი /საშუალო/
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე;
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მოსწავლეებმა შეძლონ შესწავლილი მასალის რეალიზება, წარმოაჩინონ ტრაგიკულ დაპირისპირების არსი, განავითარონ ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიაში მონაწილეობის უნარი, ჩამოაყალიბონ დამოკიდებულება შესწავლილი მასალის მიმართ. გაავლონ პარალელი შესწავლილ მასალასთან. ჩამოუყალიბდეთ არგუმენტირებული მსჯელობების უნარი. გამართული მეტყველების უნარ-ჩვევის გამომუშავება. ლიტერატურულნაწარმოებზე სუბიექტური აზრის ჩამოყალიბება. მწერლის სათქმელის ამოცნობა.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
● მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის დაუფლება;
● ტექსტის წვდომა-გააზრების უნარის გამომუშავება;
● მსჯელობის უნარის განვითარება;
● ფაქტებზე დაყრდნობით სადაო ან პრობლემურსაკითხებზე მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება;
● წერის უნარ-ჩვებების განვითარება.
● ჯგუფური მუსაობის უნარის განვითარება
|
● ესგ-ს შესაბამისი შედეგები:
○ ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარომოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტულიმიზნით.
● საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისიცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაცკარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს(აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
● საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებსმხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიეროლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან დასხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურმასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეისგამოკვეთას;
● აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებშიასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;
განიხილავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევის მოტივს, ღირებულებებსადა ფასეულობებს (ფსიქოლოგიური პორტრეტი);
| |
წინასწარი ცოდნა:
|
მოსწავლეებმა იციან ბარბაროსული ტრადიციების
შესახებ:სისხლის აღება, მარჯვენის მოჭრა, რელიგიურ ნიადაგზეარსებული შუღლი.
შესწავლილი აქვთ ,,სტუმარ-მასპინძელი“
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეების შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები,ფორმატი,მარკერი,დაფა,ცარცი
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება _ 2 წთ.
აქტივობა № 1
პროვოცირება, სლაიდ-შოუს ჩვენება -5 წთ
აქტივობა №2
კითხვა-პასუხი (მონაწილეობს ,მთელი კლასი)
1.როგორ გესმით: ,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“
2. რა შემთხვევაში უპირისპირდება პიროვნება საზოგადოებას?
3.გაიხსენეთ,რომელი ტრადიციის დარღვევის ფონზე იქმნება კონფლიქტი პოემაში?- 5 წთ
აქტივობა №3
ჯგუფური მუშაობა-10 წუთი:
I ჯგუფი მუშაობს ალუდას ქცევის მოტივებზე.
II ჯგუფი მუშაობს თემის ქცევის მოტივებზე.
III ჯგუფი აანალიზებს რისი თქმა სურს ავტორს?
IV ჯგუფი -რამ ჩაგაფიქრათ? რა იყო მიუღებელი? რომელი მოქმედი პირი მოგწონთ და რატომ?
პრეზენტაცია-10 წუთი: ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარმოსაზრებას და ბოლოს შეაფასებენ პერსონაჟთამსოფლხედველობას, იმსჯელებენ ჰქონდა თუ არა თემსსაკუთარი სიმართლე პერსონაჟთან,ალუდა რწმენას გადაუდგა თუ ჭეშნარიტი რწმენისა და სიმართლის ღალატად თვლის ხელის მოჭრას?
აქტივობა № 4
თემსა და პიროვნებას შორის წარმოქმნილი კონფლიქტის სქემატურად გამოსახვა - 5 წთ
აქტივობა № 5
შეჯამება - 4 წთ
აქტივობა № 6
შეფასება--2 წთ
აქტივობა № 7
საშინაო დავალებად ვაძლევ ესეს: გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი…“ - 2 წთ
|
No comments:
Post a Comment