Tuesday, October 3, 2017

პროექტი- ვაჟა-ფშაველას გენია



პროექტის სახელწოდება
ვაჟა-ფშაველას გენია
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით
გარემო პირობების კავშირი შემოქმედებასთან
პროექტის აქტუალობა
არის თუ არა გენიალობა კავშირში ცხოვრების პირობებთან
პროექტის მიზნები
ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება ბავშვებში
მონაწილეთა  ასაკი
16-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოეწყობა მწერლის საღამო.ბავშვები სერიოზულად დაფიქრდებიან იმაზე,რომ გენიოსები სოფელშიც შეიძლება აღიზარდონ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
დაფა, ცარცი, კომპიუტერი,ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები  კიდევ ერთხელ გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს, ნახავენ ჩარგალს,იმ რეალობას, რომელშიც ვაჟა დაიბადა, გაიზარდა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ნახავენ იმ სიღარიბეს და სიდუხჭირეს, რომელიც შემორჩენილია მწერლის სახლ-მუზეუმსი, ნახავენ მის პირად ნივთებს, იქვე გაიხსენებსნ ვაჟას ლექსებს : ,,სიმღერა” -  ,,ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ, ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარიც ამას ვდუდუნებ”.   ,,გული” - ,,გული გავგზავნე ქვეყნადა, სალაღოდ, სანავარდოდა”  და სხვა. ამის შემდეგ ბავშვები იმსჯელებენ , როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ვაჟას მსგავს პირობებში, ხოლო იქ მიღებულ შთაბეჭდილებებს გააცნობენ იმ აუდიტორიას, რომელიც მწერლისადმი მიძღვნილ საღამოზე ეყოლებათ  მოწვეული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია, ფოლკლორი, გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ნატო კუხიანიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
nataliakukhianidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი


No comments:

Post a Comment